logo
ENG


ზელენსკა: დღეს აღვნიშნავთ არა ომის 1 წელს, არამედ წინააღმდეგობის და უკრაინის წელს
  • 568ნახვები

ომის თითო დღეც კი უკვე სასიკვდილოდ გრძელია. რადგან რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა. ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია. რადგან უკვე პირველივე კვირაში რაკეტებმა და ტყვიებმა მოკლეს უკრაინელი ბავშვები. ომის 1 თვე - დაუსრულებლად მტკივნეულია, რადგან ამ დროს აგრესორი აწამებდა ბუჩას და მარიუპოლს. და აი, ომის 1 წელი. ერთი წელი, რომელიც ჩვენი ცხოვრებიდან მოიპარეს და 1 წელი მოპარული სიცოცხლეების. ეს ნამდვილად არ არის ის თარიღი, რომლის ქონას კალენდარში ისურვებდი. დღეს ჩვენ სხვა რამეს აღვნიშნავთ. არა ომის 1 წელს, არამედ წინააღმდეგობის 1 წელს. გამძლეობის წელი. დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი. ადამიანობის წელი. უკრაინის წელი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო და მის შეცვლას აგრძელებს. ჩვენი უძლეველობის წელი

 

განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ. უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა