logo
ENG


ბოკერია ღარიბაშვილზე: დეგრადირებული უნდა იყო, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს არ ახსენო მტერი
გიგა ბოკერია
25 თებ, 2023 17:09
ბოკერია ღარიბაშვილზე: დეგრადირებული უნდა იყო, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს არ ახსენო მტერი
  • 412ნახვები

სრულიად დეგრადირებული უნდა იყო, რომ ასეთი განცხადება გააკეთო როცა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გქვია, რომ ასეთ [საბჭოთა ოკუპაციის] დღესთან დაკავშირებით განცხადებაში არ ახსენო მტერი, ვინც მაშინ დაგვანგრია და ათწლეულობით ჯოჯოხეთში მოახვედრა ჩვენი ქვეყანა, წაგვართვა სახელმწიფოებრიობა და ვინც დღესაც არის ჩვენი მტერი, ოკუპანტი და უნდა ჩვენი განადგურება...

ეს განცხადებაც კი საკმარისია სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ და არ იცოდეს არავინ, რომ მივხვდეთ, როგორი სამარცხვინო, პუტინისტური სულისკვეთების მქონე რეჟიმი ჰყავს დღეს თავს მოხვეული ჩვენთვის ივანიშვილის ღარიბაშვილის სახით.

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელშიც  რუსეთი არაა ნახსენები და საბჭოთა ოკუპაცია "ტრაგიკულ მოვლენადაა" შეფასებული. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა