logo
ENG


მელია დემარშზე: ევროპა არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს, ევროპის გზაზე დაგვტოვოს
ნიკა მელია
27 თებ, 2023 21:13
მელია დემარშზე: ევროპა არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს, ევროპის გზაზე დაგვტოვოს
  • 528ნახვები

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ქვეყანა, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დიპლომატიის ენაზე, ყველაზე მწვავე, დემარშის ფორმით. ევროპული ოჯახი, არადიპლომატიური პირდაპირობით, ცდილობს ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა. ეს ხელისუფლება ალბათ ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ერთიანი, ასეთი ჰუმანური, ასეთი მეგობრული და ასეთი განვითარებული ევროპა მათ არ უნდათ. ევროპული მომავალი არის ჩვენი, როგორც ქვეყნის უფლება და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება!

არ არსებობს არავითარი ეს და ის ევროპა, არსებობს ერთი ევროპა და მათი გზავნილი არის ერთიანი და გასაგები! არ არსებობს ორი რუსეთი, ის არის ერთი და არის ოკუპანტი, ტერორისტული სახელმწიფო...

წერს ენმ-ის წევრი ნიკა მელია Facebook-ზე. დღეს EU-ის 27-მა წევრმა ქვეყანამ ბრეგაძეს სააკაშვილის შესახებ ოფიციალური დემარშით მიმართა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა