logo
ENG


ზელენსკი: ფრონტის ხაზზე, ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტშია
  • 376ნახვები

რუსეთის გენოციდურ პოლიტიკას ჩვენი ხალხის მიმართ, აუცილებლად ექნება გარდაუვალი სამართლებრივი შედეგები მათთვის, ვინც მოიფიქრა, დაამტკიცა და განახორციელა ასეთი პოლიტიკა. ეს ეხება არამხოლოდ შემსრულებლებს, არამედ ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობასაც. ფრონტის ხაზზე, ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტშია. მიმდინარეობს ბრძოლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქალაქის დასაცავად. რუსეთი არ ითვლის ხალხს, აგზავნის მათ მუდმივ შეტევაზე, ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ იზრდება. ვამზადებთ ჩვენ მეომრებს იმისთვის, რომ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად აქტიურ მოქმედებებს დაუბრუნდნენ. ეს ჩვენი სამართლიანი მიზანია და ყოველდღე ვუახლოვდებით მის განხორციელებას. უკრაინა თავისუფალი იქნება, მთელი უკრაინა.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა