logo
ENG


ნაცვლიშვილი: გასაბჭოვდა ეს ქვეყანა ერთხელ, მეორედ მის გასაბჭოებას არავინ არ დაგანებებთ
  • 441ნახვები

იმ გზას ჩეხავთ და აფეთქებთ, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, თითოეული თქვენგანის, ვინც ამ კანონზე ხელს დააჭერს. ამის იქით გზა აღარ იქნება, გადალახავთ ამ რუბიკონს, უკან მოსაბრუნებელი გზა არ იქნება. თვალში ნაცრის შეყრა, რომ მორე მოსმენაზე, მეორესა და მესამეს შორის, ჩამოვა დასკვნა - ეგ ტყუილები შეგიძლიათ უთხრათ ამ ხალხს [ხალხის ძალას] იმიტომ, რომ მათ არ ესმით საკანონმდებლო პროცესი. აი, ამ ხალხს [ოპოზიციას] მაგას ვერ ეტყვით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თქვენ მათ შორის, ვინც პირადად ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, იმ ხალხმა გითხრათ - თუ გინდათ ევროპა, ეს კანონი ევროპაში არ შეგვიყვანს. ამიტომ მისი განხილვაც კი არის ნათქვამი ქართველი ხალხისთვის, რომ ფეხებზე გკიდიათ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპისკენ და ამას ვერ ბედავთ, რომ ხმამაღლა თქვათ და სხვისი ხელით აკეთებთ. ძალიან დიდი ცინიზმია, რომ გამჭვირვალობაზე ლაპარაკობთ და სხვებს აინიცირებინებთ კანონს, რომელიც თქვენს ტვინშია მოხარშული. ეს არის პრობლემა, ეს არის რუსული კანონი რუსული მიზნებით და თუ ვინმემ აქ მსხდომთაგან ვერ გაიგო ეს კანონი რატომაა პრობლემა და რა არის მასში არა სიტყვები, არა ტერმინები არამედ არსი არის რუსული. ამიტომ ან აიღეთ ხელი ამ განზრახვაზე ან ძალიან მძიმე შედეგებისთვის მოგიწევთ თვალის გასწორება.

გასაბჭოვდა ეს ქვეყანა ერთხელ, მაგრამ მეორედ მის გასაბჭოებას არავინ არ დაგანებებთ. მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: ის ვინც მიისწრაფვის რუსეთისკენ, რომლის კანონსაც თქვენ ახლა აქ ნერგავთ, ან ბრიყვია ან ნაძირალა - ახლა თქვენ აირჩიეთ, რომელი გინდათ, რომ იყოთ.

განაცხადა პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა  საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა