logo
ENG


ბურჯანაძე: ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორები ამბობენ - ეს კანონი შეუთავსებელია დემოკრატიასთან
  • 246ნახვები

ამ კომიტეტზე ხდება საკითხის განხილვა საგარეო ურთიერთობების კუთხით და საგარეო ურთიერთობების პერსპექტივით 27 ქვეყნის საელჩო, 27 ქვეყნის საგარეო უწყება ევროკავშირის... პრობლემა გვაქვს საგარეო ურთიერთობების კუთხით. სანამ სიტყვას დავიწყებდი მე წავიკითხე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ბოლოს ეს აქტი როგორ მთავრდება იცით? "ვთხოვთ, თანამედროვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა" - ისინი არიან ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთისგან და ის ადამიანები, ვისაც თავის დროზე ვთხოვდით, რომ ეღიარებინათ ჩვენი დამოუკიდებლობა, რომლებიც არიან იმის გარანტი, რომ ახლა აქ არ მოდიან და არ გვესვრიან რაღაც-რაღაცებს და ამის შიში აქვთ, ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ ეს ["უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი] არის შეუთავსებელი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგი რაც გვექნება, გვექნება ის, რაც მოხდა რუსეთში.

განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა