logo
ENG


ხარატიშვილი: დასავლეთი ღიად ამბობს, რუსული კანონის მიღება ნიშნავს EU-სკენ გზიდან გადახვევას
  • 658ნახვები

შეშფოთებული ვარ მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დაბნეული - რას ემსახურება ეს კანონი?! რამდენიმე დღის წინ მე პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე ვიყავი ბერლინში, სადაც იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტის წევრი, ასევე იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ორივემ ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს ყველანაირი ევროკავშირისკენ გზიდან გადახვევას. ძალიან მკვეთრი განაცხადია, რომ დასავლური კურსიდან ვუხვევთ და ყველანაირი კანდიდატობის, წევრობის განხილვა ამით წყდება - ეს ღიად გამოითქვა და, რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი ნათელია...

მგონი სხვა გზა არც გვრჩება, გარდა იმისა, რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ და მივაწვდინოთ ხმა არა მხოლოდ საქართველოს და პარლამენტს არამედ ევროპასაც რომ ეს კანონპროექტი და მიმართულება არ გამოხატავს საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრს და სურვილს და გავემიჯნოთ ამას, თუნდაც როგორც ეს მოხდა მაგალითად 1 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებული ზომებისას, როდესაც საზოგადოება გაემიჯნა მთავრობას.

განაცხადა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა

 


ასევე ნახეთ
close დახურვა