logo
ENG


ხარატიშვილი: უკრაინაზე ნამდვილად მოხერხდა, რომ ქართველი საზოგადოება მთავრობას გაემიჯნა
  • 372ნახვები

ნამდვილად ძალიან მტკივნეული იყო და არის, მე რამდენიმე დღე გონს ვერ მოვდიოდი, არ მეჯერა, ძნელად წარმომედგინა, რომ ასეთი გამიჯვნა შეიძლებოდა მაშინ მომხდარიყო უკრაინაში ომის დაწყებასთან და სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ მგონი რაღაცნაირად მოვახერხეთ. მაგალითად გერმანულ პრესაში ნამდვილად ხშირად ისმოდა და აღინიშნა ეს, რომ საქართველოს მთავრობის და მოსახლეობის სურვილები და ამ შემთხვევაში პოზიცია [უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე] არ ემთხვევა ერთმანეთს. ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ეს რაღაცნაირად მოვახერხეთ, იმიტომ, რომ მაშინ ეს პროტესტები, ქუჩაში გამოსვლები, აქაც ევროპის ძალიან ბევრ ქალაქში გამოვიდნენ ქართველები, არა მარტო საქართველოში და ეს შევძელით...

უკრაინასთან მიმართებაში ნამდვილად მოხერხდა ის, რომ საზოგადოების პოზიცია სხვანაირად იქნა აღქმული.

განაცხადა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა