თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში თქვენს ქვეყანას მუდამ გაიხსენებენ იმ ქვეყნად, რომელმაც ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრა და შემდეგ ციხეში მისი მოკვლა დაუშვა. დედაჩემმა მონტანაში, ჩემმა მეგობრებმა კალიფორნიაში, ბევრი არაფერი იციან საქართველოს შესახებ, მაგრამ თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში, ეს იქნება საქართველოს ისტორიაზე კვალი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ გაგიხსენებენ როგორც ქვეყანას, რომელმაც თავისი ყოფილი ლიდერი მოკლა და შეუძლებელია ამას თავი დააღწიოთ. ეს იქნება სამუდამო მემკვიდრეობა, ეს იქნება კვალი, საქართველოს ისტორიისთვის სამუდამო ნაწიბური.
მე არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკა, არ მესმის ქართული პოლიტიკა ძალიან ღრმად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს თქვენი პოლიტიკა, თუ გაინტერესებთ მსოფლიოში თქვენი ქვეყნის რეპუტაცია, თუ თქვენ ამაყი ხალხი ხართ, თქვენი ქვეყნის პატრიოტები, შეუძლებელია გინდოდეთ ნახოთ ეს უდიდესი ზიანი, შრამი. ასე გაიხსენებს დანარჩენი სამყარო საქართველოს, ჩინეთს ემახსოვრება, რუსებს, უკრაინელებს, ამერიკელებს, ფრანგებს, გერმანელებს ერთადერთი რამე ეცოდინებათ საქართველოზე, ამ მიღწევას გაიხსენებენ.
განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტმეტრი.