logo
ENG


მეცოლა: ვინც პასუხისმგებელია დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს, საუბარია პუტინზე
  • 655ნახვები

როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, უნდა ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებაზეც. ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ვიპოვით იურისდიქციას აგრესიის დანაშაულისთვის, მაშინ უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი საშუალებები ამის გასაკეთებლად. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მექანიზმები, უპირველესად მტკიცებულებების შეგროვებისთვის, შემდეგ კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. საჭიროა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, უკვე აღარ დგას საკითხი, როგორ, არამედ ეს უბრალოდ დროის საქმეა. საუბარია პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემაზე, ამის გარეშე მშვიდობა არ გვექნება.

ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლვივში მიმდინარე სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე, „ერთობა სამართლიანობისთვის“ განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა