logo
ENG


ზელენსკი: ამოცანაა, მოვამზადოთ ყველაფერი ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის წევრობისთვის
  • 413ნახვები

რა თქმა უნდა, წელს ჩვენი თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე გასულ წელს.

ამოცანაა, აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისთვის, გავზარდოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გავაძლიეროთ.

და მე მადლობას ვუხდი რობერტა მეცოლას, ყველა ჩვენს მეგობარს ევროპაში, მათ ვინც უკრაინას ეხმარბიან ინტეგრაციის გზაზე. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას და ჩვენი სამხედროების გაძლიერებას ეხმარება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა