logo
ENG


სამადაშვილი პაპუაშვილს: მგონია, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ
  • 466ნახვები

მიჩნდება შთაბეჭდილება, თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა.

რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. იცით რაშია საქმე? აქ რომ უმრავლესობასა და უმცირესობაზე რომ საუბრობთ, ამ წუთში, როცა ამ სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში ამ საზოგადოებაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში და მე თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი.

არ ვიცი, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, არსებობს აიკიდო - რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ, გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე.

მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.



ასევე ნახეთ
close დახურვა