logo
ENG


ლომჯარია დეპუტატებს: არ დაუჭიროთ მხარი კანონს, მძიმე იქნება თქვენთვის, წაგებულ ომში ხართ
  • 257ნახვები

არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, "აგენტებად" - დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და "გამყიდველებად" - რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაიყვანეს. "გამყიდველები" იქნებით თქვენ,თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ თავს, მძიმე იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის ეს შედეგები, არავინ მემეტება ამისთვის! ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!

ყოფილი სახალხო დამცველი ნონო ლომჯარია რუსულ კანონპროექტთან დაკავშრებით დეპუტატებს მიმართავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა