ფუნდამენტურად არასწორია მიდგომა, რომ კანდიდატის სტატუსი გვჭირდება ნებისმიერ ფასად, მათ შორის რეჟიმის დარჩენის.
ევროპის კავშირმა იცის, რომ ეს რეჟიმი შეუთავსებელია კავშირის ღირებულებებთან. გაუმართლებელი იქნება თუ ევროპის კავშირს დავაყენებთ დილემის წინაშე, რომ კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვცემს ამ რეჟიმის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროსკეპტიციზმში გადავეშვებით.
კანდიდატის სტატუსზე უარი რეჟიმის ავტორიტარულობის გამო არ ნიშნავს რომ ინტეგრაციის ფანჯარა საბოლოოდ იკეტება. პასუხისმგებლობა გადმოდის სრულად ჩვენზე, რომ კავშირის იდეალებთან შეუთავსებელი რეჟიმი მოვიშოროთ.
კანდიდატის სტატუსიდან სრულ ინტეგრაციამდე კიდევ შორი გზაა გასავლელი. როგორც კი ამ რეჟიმს მოვიშორებთ, კანდიდატის სტატუსსაც მოგვცემენ და უკრაინასა და მოლდოვასაც დაგვაწევენ. ისევე როგორც სლოვაკეთს მოაშორებინეს რუსეთუმე მეჩიარი და დააწიეს სხვა აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპის ქვეყნებს 2004 წელს.
წერს Facebook-ზე კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი.