logo
ENG


ბრეგაძე: კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს
რატი ბრეგაძე
07 მარ, 2023 13:27
ბრეგაძე: კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს
  • 257ნახვები

უნდა იყოს ის მიღებული, თუ არ უნდა იყოს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი. ამ ერთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელსაც სხვათა შორის, სხვა სახელი ჰქვია, ვიდრე თქვენ მოიხსენიებთ, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს, მაღლა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა, სასურვილია, რომ ეს დაცხრეს, მთელი ეს სიტუაცია იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც მომხრეების ამ კანონპროექტის, ასევე მისი მოწინააღმდეგეების გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი. იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენ კანონპროექტზე, ის არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან თუ ევროკავშირის დირექტივებთან, ამისთვის უნდა მოხდეს ამის სრულყოფილი ანალიზი.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა