ევროინტეგრაცია იყო და არის საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული გაძლიერების მთავარი ბირთვი. ექსპორტის განვითარების ასოციაცია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობდა კერძო სექტორის ხელშეწყობას, რათა ჩვენი პროდუქცია და მომსახურება კონკურენტუნარიანი ყოფილიყო ევროპასა და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. დღევანდელი პროცესები არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ახლა ერთადერთი გზაა ქვეყნის წინსვლისა და განვითარების.
წერს Facebook-ზე ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) რუსულ კანონთან დაკავშირებით.