logo
ENG


ნაცვლიშვილი: მოვუწოდებ შს მინისტრს, ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს უკანონობა
  • 531ნახვები

პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა, რაც ახლა ხდება პარლამენტთან. მშიშარა, რომ დაიმალა და გაძურწული არის ახლა აქედან და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს და ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს უკანონობა. დაუყოვნებლივ აღკვეთეთ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და ასევე ძალოვნებს, ნუ იცავთ საოკუპაციო რეჟიმს, დადექით ისტორიის სწორ მხარეს

ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. ამ წუთებში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაძაბული ვითარებაა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა