logo
ENG


ხაბეიშვილი: დათხარეს დღესაც თვალები ხალხს, დაწამლეს - ხალხი არ გაჩერდება, იბრძოლებს ბოლომდე
  • 409ნახვები

შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი, რუსი ღარიბაშვილი, რუსი გომელაური, რუსი ივანიშვილი, აწყობენ პროვოკაციებს მიზანმიმართულად. მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ, აწყობენ პროვოკაციას, მოიყვანეს სპეცრაზმი, სპეციალურად, არაფერს არ აშავებს ის ხალხი, თუ ესენი არ ისვრიან ტყვიებს და დათხარეს დღესაც თვალები ხალხს, დაწამლეს, ჩააგდეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ნუ უწყობთ ქართველ ხალხს პროვოკაციას, ეს ხალხი არ გაჩერდება და იბრძოლებს ბოლომდე, სანამ პუტინისტურ რეჟიმს არ დავამარცხებთ, გამორიცხულია, ეს არის ყველა ქართველის საქმე. ესენი ემზადებიან მიზანმიმართული პროვოკაციისთვის, შეუძლიათ მოაწყონ სისხლისღვრა და გააკეთებენ ყველაფერს, ახლაც და პროვოკაციაა ეს.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა