logo
ENG


დეკანოზი ლომიძე რუსულ კანონზე: ისტორიული დანაშაულია ერის წინაშე, ნუ ებრძვით ხალხს
  • 515ნახვები

საქართველოს ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს და მოუსმინოს საქართველოს ხალხის ხმას. ძალა და დარბევა არაა გამოსავალი. შეუძლებელია მთავრობამ დაამარცხოს საკუთარი ხალხი. ქართველებმა დიდი ხნის წინ გააკეთეს საკუთარი არჩევანი: ესაა ერთობა ევროპულ ოჯახთან და ეს მისწრაფება სისხლ-ხორცში აქვს გამჯდარი ჩვენს ხალხს. ყველა რუსული კანონი, რომელიც ხელს შეუშლის ქართველთა ამ მისწრაფებას, არის ისტორიული დანაშაული საკუთარი ერის წინაშე. აღასრულეთ ხალხის ნება. ნუ ებრძვით ხალხს. ეს ბრძოლა სამუდამოდ არავის მოუგია. მოუსმინეთ და დაემორჩილეთ ხალხს!

 

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა