logo
ENG


გაფრინდაშვილი: პოლიციის მანქანას უნდა დავაწეროთ: "ვემსახურებით ბიძინას და არა საქართველოს"
  • 519ნახვები

სამწუხაროდ 30 წელია, მეტიც, რუსთაველზე ასეთი ამბები ხდება. წარმოუდგენელია რომ 21-ე საუკუნეში, იმისათვის რომ საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველყო შენი ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე, ამის მოთმენა უკვე წარმოუდგენელია. უნდა მივმართოთ, იმ 300 000 საჯარო მოხელეს, იმ პოლიციელებს, იმ დეპუტატებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს უნდა იყოს ბოლო წერტილი მათი უმსგავსო საქციელების სამშობლოს მიმართ. ოცნების დეპუტატები ისედაც არ გამოდიოდნენ მოსახლეობაში, მაგრამ დღეს თუ ქალაქში გამოვლენ, მათ უნდა რცხვენოდეთ გამოჩენის. სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაში იგდებს თავს ჩვენი პოლიციაც.... დღეს პოლიციის მანქანას უნდა შევუცვალოთ წარწერა და დავაწეროთ: "ვემსახურებით ბიძინას და არა საქართველოს".

 

განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ფორმულას ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.  



ასევე ნახეთ
close დახურვა