logo
ENG


აუსტრევიჩუსი ოცნებაზე: ომით აშინებენ ხალხს, თუ გაგრძელდა, დავუხურავთ კარს ამ პოლიტიკოსებს
  • 358ნახვები

ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ ინტერპრეტაციებს ვისმენ ქართული ოცნების პოლიტიკოსებისგან, ზოგიერთმა საერთოდ დაკარგა რწმენა ჩემს თვალში. ისინი სავსე არიან დემაგოგიური განაცხადებით, ინტერპრეტაციებით, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ქართული ოცნების ზოგიერთი პოლიტიკოსი იყენებს უკრაინის ომს, როგორც ტაბუირებულ თემას, რომლითაც აშინებს ქართველ ხალხს, რაც აბსოლუტურად არასწორია და თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ დავუხურავთ კარს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იმეორებენ ამ ტყუილებს. უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის, ქართველების ჩათვლით, ებრძვიან აგრესორებს და თუ თბილისში ეს ვინმეს არ ესმის, ნამდვილად გული მწყდება და ნამდვილად უნდა იყიდონ მაშინ ბილეთი მოსკოვში და არა ბრიუსელში, ან ვაშინგტონში.

 

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ფორმულას ეთერში განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა