ვიდგეთ ერთად, ვიდგეთ ქალები, კაცები, ბავშვები, სტუდენტები, ხანდაზმულები და დავიცვათ ჩვენი იდენტობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან. ჩვენ ახლა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვიამაყებთ, რომ ვიდექით აქ ერთად და ვიცავდით საკუთარ იდენტობას. ჩვენ ვართ ევროპელები და ვერ გაგვარუსებენ
ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.