logo
ENG


ვაშაძე: ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და ალყაში მოვაქციოთ
  • 460ნახვები

შემდეგი ნაბიჯია, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ [ხალხს]. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, შინაგან თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს საზიზღრად გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ და დავიძრათ და უკანა შესასვლელთან, გვერდითა შესასვლელებთან დავლაგდეთ პარლამენტის გარშემო. მეორე საკითხი, ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ მოგვიწევს ყველას ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ისინი [ქართული ოცნება] ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ.

განაცხადა სტრატეგიული აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა