logo
ENG


ზურაბიშვილი: მინდა, დავეხმარო ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს ისტორიული არჩევანია
  • 617ნახვები

ჩემი პოზიცია ამ ქვეყანაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მაქვს დიდი უფლებამოსილება, არის ის, რასაც დავპირდი ამომრჩეველს, ამას შევასრულებ. თუ საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს [მიმდინარე მოვლენები] საქართველოს მოსახლეობას არ ეხება, ეს მათი პრობლემაა. მე არა მხოლოდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, არამედ მიზეზი, თუ რატომაც მინდოდა ვყოფილიყავი პრეზიდენტი არის ის, რომ დავეხმარო ქვეყანას, დაუახლოვდეს და მეტიც, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს მართლაც ისტორიული არჩევანია.

მართლაც დიდი შანსი გვაქვს, რომ უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად,  ევროკავშირს შევუერთდეთ. საბოლოოდ, ეს იქნება ნამდვილად ის ადგილი, სადაც საქართველო ამოისუნთქებს, მრავალი საუკუნის განმავლობაში ტერიტორიებისთვის ბრძოლისა და ოკუპაციის შემდეგ.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა