logo
ENG


პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას
ნედ პრაისი
09 მარ, 2023 01:30
პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას
  • 789ნახვები

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების თავისუფლებას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხთან და იმ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, რაც მათ აქვთ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ყველა ქვეყნების მთავრობები, გაითვალისწინებენ საკუთარი ხალხის მისწრაფებებს და სურვილებს. ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნასა და გადაწყვეტილებებს, გამოხატონ თავიანთი უნივერსალური უფლებები. ხალხის უნივერსალური უფლებაა პროტესტის მშვიდობიანი ჩატარება და აზრის თავისუფლად გამოხატვა. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ასეთი ხალხის გვერდით. რაც შეეხება ამ კანონპროექტს, მასთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო აზრი უკვე დავაფიქსირეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა. პარტნიორმა, რომელიც საქართველოს უკვე ათწლეულების განმავლობაში ეხმარება როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. გვინდა დავრჩეთ იმ პოზიციაში, რომ ეს დახმარება გავაგრძელოთ. მიმდინარე პროცესებზე ბევრი ქვეყანა მწუხარებას გამოთქვამს, ასევე ევროკავშირიც და გაეროც - ასევე ვხედავთ ძლიერ პროტესტს საქართველოს მოსახლეობაში. ჩვენი შეხედულებებით ადამიანების შეშფოთება კანონთან დაკავშირებით სრულად სამართლიანია... ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ ტიპის კანონპროექტის მიღებას ექნება შედეგები ჩვენს შესაძლებლობებზე, ვიყოთ ის სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ათწლეულების განმავლობაში

 

 

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა