logo
ENG


სიმონიანი რუსულ კანონზე: პირველი მოსმენით მიიღეს ქართული ვარიანტი, რომელიც უფრო რბილია
  • 1330ნახვები

რაში მდგომარეობს ქართული კანონის არსი, უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც იფეთქა ოპოზიციის პროტესტმა საქართველოში? მმართველი პარტია ორ ვარიანტს განიხილავდა, ე.წ. ქართულ ვარიანტს და ამერიკულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად იყო კოპირება ანალოგიური ამერიკული კანონმდებლობისა. შედეგად, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც სხვათა შორის, უფრო რბილია. არაკომერციული სუბიექტები და მედიის საშუალებები მიიღებენ უცხოური აგენტის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი იქნება უცხოეთიდან შემოსული. ასევე, ეს ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოელი აგენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები. ყოველ წელს, ისინი ვალდებული იქნებიან წარადგინონ ანგარიშები თავიანთ ხარჯებთან დაკავშირებით.

წერს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა