logo
ENG


ხაბეიშვილი: ხარაზიშვილმა მოიყვანა თავისი ბანდფორმირებები, რომლებიც ურტყამენ ადამიანებს
  • 1623ნახვები

ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ნახეთ რომ ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოვიდა დარბევამდე 15-20 წუთით ადრე, მისი შავი ჯიპით "დასმოტრა" სიტუაცია. მოიყვანა მისი ბანდფორმირება, ამათი დიდი უმრავლესობა თანამშრომელიც არ არის და ემორჩიელბიან პირადად ბიძინა ივანიშვილს. ვგულისხმობ ხარაზიშვილს და მერე იძლევა დავალებას. ამის შემდეგ ნახეთ არაადეკვატური, განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედი ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ, უტყამდნენ ადამიანებს. ეს ადამიანი, ხარაზე - არის საეჭვო წარმომავლობის და რეპუტაციის, ის არის მკვლელი და მისი ბანდფორმირება გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით.

 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა