logo
ENG


გირჩი - მეტი თავისუფლება: ბრძოლა არ დამთავრებულა! ყოფილი მოღალატე არ არსებობს!
  • 617ნახვები

რუსული კანონი არ გაწვეულა!

პროცედურულად, კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, რეგლამენტით კანონის უკან გაწვევა აღარ ხდება, მისი გაწვევა მხოლოდ კენჭისყრამდეა შესაძლებელი. ამიტომ საჭიროა კანონი გამოითხოვონ ვენეციის კომისიიდან, მეორე მოსმენით უყარონ კენჭი და ჩააგდონ.

რადგან "ქართული ოცნების" სიტყვას დიდი ხანია ფასი დაკარგული აქვს, ბრძოლა არ დამთავრებულა!

ისევ 19:00 საათზე, ისევ პარლამენტთან, ძალაშია ორი მოთხოვნა: 1) გაათავისუფლონ ყველა დაკავებული 2) მოგვცენ მკაფიო გარანტია კანონის უკან გაწვევაზე.

მშვიდობიანი მომიტინგეების მოწამვლის, ცემისა და დაჭერის ფასი ჯერ არ გადაუხდიათ და აუცილებლად გადაიხდიან. ყოფილი მოღალატე არ არსებობს!

აღნიშნულია გირჩი - მეტი თავისუფლების განცხადებაში. ქართული ოცნების განცხადებით, რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ



ასევე ნახეთ
close დახურვა