logo
ENG


სიმონიანი: 2008 წლის აგვისტო თუ განმეორდა, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ
  • 4691ნახვები

თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: "სოხუმი! სოხუმი". სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო ჩვენთვის.

ჩემი მეგობრის სტივენ კოენის სიკვდილის შემდეგ, (რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ 15 წლის წინ მითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს იმ დრომდე, მაგრამ აუცილებლად ნახავს, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად) მათ კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, დიდი გარჩევის გარეშე - სულ მცირე, იმის გამო, რომ:

1. ახლა სენტიმენტების დრო არაა, 2. თბილისში არაა კიევ-პეჩერის ლავრა 3. ჩვენს ქვეყანაში არავინ თვლიდა და არ თვლის თავის თავს ქართველებთან ერთ ხალხად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა "თბილისის რუსეთი".

ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და მისი მცხოვრებების ტემპერამენტი. რადგან თავად არ იცოდებენ თავებს

წერს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი Telegram-ზე. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა