logo
ENG


დეგნანი: გვსურს, ვიხილოთ, პარლამენტარები როგორ ჩააგდებენ კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს
კელი დეგნანი
10 მარ, 2023 11:35
დეგნანი: გვსურს, ვიხილოთ, პარლამენტარები როგორ ჩააგდებენ კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს
  • 481ნახვები

ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა სათქმელი ხმამაღლა და ცხადად თქვეს და მმართველმა პარტიამ, ბოლოს და ბოლოს, მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ გვსურს ვიხილოთ , რომ პარლამენტის თითოეული წევრი დააჭერს წითელ ღილაკს და ჩააგდებს ამ კანონს. კანონს, რომელიც შთაგონებულია კრემლის მიერ და რომელიც არ სჭირდება საქართველოს. საქართველოში უკვე არის გამჭვირვალობა, ყველა ფინანსური დახმარებები, რომელიც მოედინება საქართველოში, მიმართულია ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისკენ. ქართველ ხალხს ახლა უნდა დაინახოს, როგორ ასრულებს მთავრობა პირობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კუთხით და იმედი მაქვს, ახლა ეს იქნება საკითხი, რომლისკენაც იქნება მიმართული მთელი ენერგია. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, უკეთესი გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება და სწორედ ქართველი ხალხია, ვინც აკისრებს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 12:00 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა ჩაინიშნა, სადაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი უნდა ჩააგდოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა