logo
ENG


გეორგე: საქართველოს EU-სკენ გზაზე ტოვებს ხალხი, არა პოლიტიკოსები, ვინც პუტინს ბაძავენ
ვლად გეორგე
11 მარ, 2023 19:54
გეორგე: საქართველოს EU-სკენ გზაზე ტოვებს ხალხი, არა პოლიტიკოსები, ვინც პუტინს ბაძავენ
  • 388ნახვები

რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი [ქართული ოცნება] ვერ იღებს სარგებელს საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან - ეს ნამდვილად ასეა. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ საგარეო საქმეთა კომისარმა, ბატონმა ბორელმაც ბრძანა ეს. ვფიქრობ, რაც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ეს გახლავთ მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან პროტესტით. წყლის ჭავლები, პოლიციელები ნამდვილად არ ეხმარებიან საქართველოს, მოქალაქეები ეხმარებიან საქართველოს. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვიხილოთ, რა არის საქართველოს მოქალაქეების რეალური დამოკიდებულებები და თუ მათ სურთ ქუჩაში გასვლა, თუ მათ სურთ, იბრძოლონ შიშველი ხელებით, დაუპირისპირდნენ რეჟიმს, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება დიქტატურას, იმიტომ რომ ეს კანონი პუტინის რუსეთში და ლუკაშენკოს ბელარუსში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. ეს არ გახლავთ კარგი ადგილები საცხოვრებლად და საქართველოს მოქალაქეები ხედავენ და აქვთ სურვილი ამის გამო იბრძოლონ - ესაა ერთადერთი რამ რაც საქართველოს მის ევროპულ გზას უნარჩუნებს და არა პოლიტიკოსები, ვისაც სურთ იყონ პუტინის მსგავსები. დიქტატურა კარგად ვერ ეხამება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს.

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვლად გეორგემ ფორმულასთან ინტერვიუში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა

 



ასევე ნახეთ
close დახურვა