logo
ENG


ბრეგაძე: ჯარის საკითხის პოლიტიზება არ და ვერ იქნება ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი
რატი ბრეგაძე
11 მარ, 2023 20:49
ბრეგაძე: ჯარის საკითხის პოლიტიზება არ და ვერ იქნება ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი
  • 646ნახვები

ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად.

ჯარი პატრიოტ, განათლების მიღებაზე ორიენტირებულ, დაუღალავ და შრომისმოყვარე მამულიშვილთა ერთობაა.

ჯარში სამშობლოს სიყვარული სრულიად განსხვავებულ და გასაოცარ ბუნებას იძენს. სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ ის ყოველთვის ქვეყნის გულანთებული გულშემატკივარი იქნება. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის საქართველოს ინტერესების მცველთა მტკიცე ჯაჭვს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელისგან მრავალჯერ იხსნა.

მისტიკურია ის გრძნობა, რომელიც დაგეუფლებათ სამხედრო ფიცის დადებისას საქართველოს დროშის წინ მუხლმოდრეკილი ახალგაზრდა ვაჟკაცების თვალებზე მომდგარი ცრემლის დანახვისას. ეს ის ბედნიერი მომენტია, როდესაც დარწმუნდებით რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს. 

ემოციები ვულკანივით ამოფეთქავს როდესაც მტერთან ბრძოლაში დაჭრილი, მხედველობა დაკარგული მეომრის მიერ სამშობლოზე წარმოთქმულ ლექსს მოისმენთ. აღმაფრენის მომცემია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებმაც დაამარცხეს შიში და ყოველ წამს მზად არიან საკუთარი საზოგადოს სასარგებლოდ დათმონ.

არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ათასობით ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გმირებმა დაგვიტოვეს შვილები, რომლებიც ყოველთვის ამაყად ატარებენ მშობლების სახელს!

სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებისგან მხოლოდ პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის ყველა მოქალაქეს ემსახურებიან. გამომდინარე აქედან მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი.

ჯარი თავისუფლებაა! ჯარი ვაჟკაცობაა! ჯარი სამშობლოა! ჯარი საქართველოა! ყველაფერი საუკეთესო ჯარს! დიდება გმირებს! ვემსახურებით საქართველოს!

P.S ჯარში აღმართული დროშის ფრიალის ხმა, რომელიც განსაკუთრებულად ჟღერადია, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების მიერ შესრულებული მრავალჟამიერია!

Facebook-ზე წერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე. დღეს, 11 მარტს საქართველოს პარლამენტთან სავალდებულო ჯარის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა