მთავარი მიზანი ამ აქციების და ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული ასე ვიტყოდი, აღარ არის დესტრუქციული მხოლოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობა და კოლექტიურში რას ვგულისხმობ - ნურავის ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ყველა აბსოლუტურად, ან მათ სატელიტურ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს ევროპული საქართველო, გირჩი, ვაშაძის პარტია და სხვები... ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს ე.წ. ფრანკლინის კლუბში.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.