logo
ENG


ბოტკოველი ღარიბაშვილზე: ვერასდროს ვერ იგრძნობს იმას, რისთვის იბრძოდნენ ახალგაზრდები
  • 571ნახვები

ის [ღარიბაშვილი] გულწრფელი იყო ყველა სიტყვაში. იმიტომ, რომ ის ვერ გრძნობს და ვერასდროს ვერ იგრძნობს იმას, რისთვის იდგნენ იქ ახალგაზრდები და რისთვის იბრძოდნენ. იმიტომ, რომ ამას რომ გრძნობდე, უნდა იყო ქვეყნის პატრიოტი, უნდა გაგაჩნდეს პატრიოტიზმი და არ უნდა იყო მონა, არავისი. სწორედ ამიტომ, მისი შეფასება აქედან არის გამომდინარე. ნებისმიერი ადამიანი, ვინც რამე საწინააღმდეგოს გააკეთებს იმისას, რომ ქვეყანა იღუპება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მისთვის მიუღებელი იქნება. ღარიბაშვილმა ფაქტიურად, დააანონსა ინკვიზიცია ამ ქვეყანაში და ის, რომ დაიწყებენ ყველას დასჯას. ეს უფრო მეტად არის შეშინებული ხელისუფლების და შეშინებული ე.წ. პრემიერმინისტრის საქციელი, რომელიც ახლა ცდილობს, ჯერ პირველ რიგში, საკუთარი თავი გაამხნევოს და შემდგომ, ალბათ გაამხნევოს საკუთარი მომხრეები, მაგრამ მე დარწუნებული ვარ, რომ ეს იყო განსაკუთრებული პიკი იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა წარმოდგენილიყო რეალურად ქართული ოცნების, რუსული ოცნების სახე.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა