logo
ENG


წითლიძე: შსს იბარებს აქციებზე მყოფებს, როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს
ანა წითლიძე
13 მარ, 2023 18:42
წითლიძე: შსს იბარებს აქციებზე მყოფებს, როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს
  • 661ნახვები
ვრცელდება რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს. თავიდანვე ვამბობდით, რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრაციულით და სისხლით. 
 
მნიშვნელოვანია იცოდეთ: ადვოკატის გარეშე არ მიხვიდეთ არანაირ დაკითხვაზე! დახმარება თუ დაგჭირდებათ ადვოკატების დაგვიკავშირდით! ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ!

წერს ნაციონალური მოხრაობის წევრი ანა წითლიძე Facebook-ზე. შსს-ს ინფორმაციით, სულ აქციებზე 133 ადამიანი დააკავეს. მანამდე, ქართული ოცნების ლიდერებმა, მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ "ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება".



ასევე ნახეთ
close დახურვა