logo
ENG


ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გვინდა დავეხმაროთ
  • 867ნახვები

მთავრობის შემდგომი ცვლილების პერიოდი მამაჩემისთვის იყო საკმაოდ რთული. ჩემი აზრით, ეს იყო სუფთა ნოსტალგიის და იმ გრძნობის კომბინაცია, რომ შეეძლო, კიდევ რაღაც წვლილის შეტანა. ის მუშაობდა უკრაინაში და სულ უფრო ხშირად დაიწყო ლაპარაკი ბოლო წლებში საქართველოში დაბრუნების შესახებ. გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი ამის წინააღმდეგი ვიყავით, ვიცოდით, რით დასრულდებოდა, ვიცოდი, რომ არსებობდა დაპატიმრების რისკი. ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ ის მტკიცე და ურყევი იყო საკუთარი პრინციპების მიმართ. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე საკუთარი თავის შემზადება, რომ შესაძლებელი იყო, მართლაც დაბრუნებულიყო მამა საქართველოში და წასულიყო ციხეში დიდი ხნით. ის, რისთვისაც მზად არ ვიყავით, არის ის, რომ ბრძოლა მოუწევდა საკუთარი სიცოცხლისთვის, ეს იყო ნამდვილი შოკი ჩვენთვის.

როდესაც ვნახულობ, ყოველ ჯერზე სულ უფრო დასუსტებული მხვდება და მისი მდგომარეობის გაუარესების სიმპტომებიც სულ უფრო ცხადი ხდება. ამაზე რომ მელაპარაკა საჯაროდ, 6 თვის ან 1 წლის წინ საქართველოს მთავრობის ხაზი იყო ნათელი, რომ ეს ყველაფერი ფეიკია, ახლახან კი შეცვალეს ტონი. 1 თვის წინ, მას შემდეგ, რაც ბევრმა უცხოელმა ექიმმა დაასკვნა, რომ მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უმძიმესი იყო, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და თქვეს, რომ დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება და საფრთხე ემუქრება. ახლა საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ ფეიკი აღარაა ის, რაც ხდება და საფრთხე რეალურია. ამის გარდა, ამატებენ, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან და ლეტალური შედეგი იქნება მის მიერ გამოწვეული, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ასე არაა. მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე და ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ აქ, გვინდა დავეხმაროთ.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს. ენმ-ის წევრები სააკაშვილის ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან. დღეს ევროპარლამენტში პატიმრების საკითხზე იმსჯელებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა