logo
ENG


სამადაშვილი პაპუაშვილზე: განსხვავება არ იქნებოდა, თვითონ რომ ჩამოეხია ევროკავშირის დროშა
  • 724ნახვები

შალვა პაპუაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ იქნებოდა, თვითონ რომ ჩამოეხია ევროკავშირის დროშა დღეს, ან მის თანაპარტიელ კობახიძეს, ან ღარიბაშვილს, იმიტომ, რომ მე შევახსენებ საზოგადოებას იმ განცხადებებს, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ქართული ოცნების პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აკეთებდნენ გასული დღეების მანძილზე. ეს იყო პირდაპირ ძალადობის წახალისება.

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დღეს ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა