logo
ENG


აუსტრევიჩუსი: თბილისზე საუბარი აღარ მოქმედებს, საჭიროა ზეწოლა მთავრობასა და ივანიშვილზე
  • 917ნახვები

ჩვენს რეზოლუციაში, რომელიც მივიღეთ 1 თვის წინ, მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს იყო ძალიან მკაფიოდ ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს ევროპული ინსტიტუტების მიერ არის შესასრულებელი. ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვათ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. არის ის მზად, რომ წინ წამოწიოს ეს საკითხი? სავარაუდოდ, ჩვენ უკვე მივედით იმ წერტილთან, რომ მკაფიოდ ვთქვათ, მზად ვართ თუ არა ამისთვის. როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა დავიწყოთ ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც საკვანძო ფიგურაა

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი".

ევროპარლამენტარს ჰკითხეს, "მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს".



ასევე ნახეთ
close დახურვა