logo
ENG


აუსტრევიჩუსი: მჯერა, რომ ქართველი ხალხი და მათი საღი აზრი, ევროპული მისწრაფება გაიმარჯვებს
  • 440ნახვები

მინდა დავიწყო მილოცვით. ვულოცავ ქართველ ხალხს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ნება და რომლებმაც უარი თქვეს, რომ რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ მიეღოთ. სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ დადგა და წინააღმდეგობა გაუწია ამ კანონს, რომელიც პირდაპირ შეუთავსებლობაშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ასევე, მიხეილ სააკაშვილის საკითხიც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ევროკავშირის მოთხოვნებისა, რადგან ევროკავშირი არასდროს წაახალისებს ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ რევანშს. ძალიან მომწონს, რომ ევროკავშირის დროშები ფრიალებს საქართველოს დედაქალაქში და მჯერა, რომ ქართველი ხალხი და მათი საღი აზრი, ევროპული მისწრაფება გაიმარჯვებს.

განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს.

[სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა