logo
ENG


კალიურანდი ოცნებას: თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები არასწორია, გააკეთეთ ის, რასაც ხალხი ითხოვს
  • 349ნახვები

მე მაქვს ორი შეტყობინება ქართველი ხალხის მიმართ: პირველი, ევროპარლამენტის წევრები ხედავენ თქვენს არჩევანს და პატივს სცემენ მას, თქვენ ძალიან თანმიმდევრულნი ხართ, როცა საქმე ეხება თქვენს მისწრაფებას ევროკავშირის წევრად ქცევის შესახებ, ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს. მეორე შეტყობინება კი არის ის, რომ ჩვენ არასდროს ჩაგითრევთ თქვენ არანაირ ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, გვახსოვს ისიც, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. შეტყობინება ქართველი პოლიტიკოსებისადმიც საკმაოდ ცალსახაა - უკრაინის ომმა გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა ქართველი ხალხისათვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

 [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა