logo
ENG


როტენი ოცნებაზე: პირდაპირ ვთქვათ - პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას
თიის როიტენი
15 მარ, 2023 08:15
როტენი ოცნებაზე: პირდაპირ ვთქვათ - პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას
  • 382ნახვები

მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რა ხდება - პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, რათა დაიცვას რუსული კანონი. ქართველმა ხალხმა ეს რაუნდი მოიგო, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატობა სურს, მშვენიერია, ეს სურთ ქართველებსაც, ეს მსურს მეც, მაგრამ არ შეგეშალოთ პრემიერმინისტრო, თუ ყოფილ პრეზიდენტს მოკლავთ, არ იქნება ევროკავშირის კანდიდატობა, თუ მიიღებთ უცხოური აგენტის კანონს, არ იქნება კანდიდატობა, თუ გაანადგურებთ დემოკრატიას, არ იქნება კანდიდატობა. დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები არ არიან ექსტრემისტები, სატანისტები ან ლიბერალ-ფაშისტები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მიერ ძალაუფლების მიტაცებას ეწინააღმდეგებიან. არავის სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. შეწყვიტეთ ეს პუტინისტური დემონიზაცია და მიაღწიეთ რეალურ პროგრესს 12 რეკომენდაციაზე.

განაცხადა ევროპარლამენტარმა თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა