logo
ENG


მდინარაძე: არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი
  • 562ნახვები

არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური, თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული. ადამიანს შეუძლია უბრალოდ მეტი შეჭამოს და მისი ე.წ პრობლემა აღმოიფხვრას და თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს და ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ იმიტომ, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებისგან ყოველთვის, მაგრამ რეალობა არის სხვა. არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები თუ მუქარები არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. გუშინ, ევროპარლამენტში გაიმართა დებატები, სადაც მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს და ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკისა და სააკაშვილისადმი მოპყრობის გამო გააკრიტიკეს.

ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა: ელოდებით თუ არა იმას, რომ სააკაშვილის გამო ქართულ ოცნებას დაეკისროს კონკრეტული სანქციები?



ასევე ნახეთ
close დახურვა