კრიტიკულად მიუღებელია, წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც გთავაზობენ ასეთ ლოგიკას, რომ ცალკე ხელისუფლების დამსახურებაზე და ცალკე ხალხის დამსახურებაზე საუბრობენ. საქართველო ერთიანად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, კანდიდატის სტატუსს. ეს ითქვა, ეს არის ყველაზე მთავარი, ეს უნდა დავინახოთ, მოსწონს ეს, მაგალითად, კუბილიუსს თუ არ მოსწონს, დღეს საქართველო სწორედ თავისი ხელისუფლების დამსახურებით, მათ შორის, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.