logo
ENG


პაპუაშვილი: ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს იყენებს
  • 705ნახვები

შემაშფოთებელია, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვხედავთ მცდელობას, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს – ცდილობს, პროპაგანდისტულად ერთმანეთისგან გამიჯნოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ ზუსტად ასეთი რუსული პროპაგანდისტული ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, უნდათ, ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ძალიან სახიფათო გზაა და ძალიან არადემოკრატიული, არაევროპულია. ეს არის პროპაგანდისტული იარაღი, რომელსაც რუსეთი იყენებს მისთვის არასასურველი ქვეყნების თუ ხელისუფლებების მიმართ. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ამ რუსულ ნარატივს თავი დაანებოს

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა. 

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკისა და პროდასავლური კურსისგან გადახვევის გამო გააკრიტიკეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა