logo
ENG


კუბილიუსი: ოცნება მთავარი წინაღობაა EU-ის გზაზე, პროევროპული ოპოზიცია ალტერნატივაა
  • 452ნახვები

ვფიქრობ, კარგია, რომ ქართველი პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენთან შესახვედრად ერთად ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, დავუსვით კითხვები საქართველოში არსებული ვითარების შემდგომი ნაბიჯების და გეგმების შესახებ. ნათლად ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს დიდი სურვილი შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, ახლა მთავრობა ხდება მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახით. ველი, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ პროევროპული ოპოზიცია არის ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გააკეთებენ ამას, ასევე მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენს ინტერესებში შედის ქართველი ხალხის დახმარება ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევაში, სწორედ ამიტომ, დაინტერესებულები ვართ დავინახოთ, რომ ოპოზიციას შეუძლია აჩვენოს ალტერნატიული გზა ევროკავშირისკენ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სტრასბურგში, ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

სამი პარტიის, გირჩი - მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას წარმომადგენლები ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა