logo
ENG


კალაძე დასავლეთს: თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს? იომეთ, კაცო, ვინ დაგიშალათ
კახა კალაძე
16 მარ, 2023 23:56
კალაძე დასავლეთს: თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს? იომეთ, კაცო, ვინ დაგიშალათ
  • 966ნახვები

მეორე ფრონტთან დაკავშირებით განცხადებები ხომ არ შენელებულა, ხომ არ გამქრალა ეს განცხადებები. თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან? რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ჩვენზე განვითარებულები ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში. გამოდით, ეომეთ, კაცო. იომეთ, ვინ დაგიშალათ? საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება? სამწუხაროდ და საუბედუროდ? ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. რა გინდათ ამ ქვეყნიდან? მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფვით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა. კიდევ ეს გვინდა ჩვენ? აი ეს არის რეალობა.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა