logo
ENG


ზელენსკი: ყველა რუსი დამპყრობელი პასუხს აგებს თითოეული უკრაინელის წართმეულ სიცოცხლეზე
  • 540ნახვები

ერთი წლის წინ რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს ამ ომის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული. რუსულმა ბომბებმა გაანადგურეს თეატრი მარიუპოლში. შენობა, რომელიც თავშესაფრად გამოიყენებოდა. იქ იყვნენ ქალები ბავშვებით, ორსულები, მოხუცები. სამოქალაქო დაწესებულება, რომელიც ოკუპანტმა განზრახ გაანადგურა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ არ ვიცით. ​​ასობით ადამიანი? ათასი? შენობის გვერდით იყო წარწერები "ბავშვები" - ეს კი აშკარად მოწმობს, ვინ გახდა რუსეთის სამიზნე. ერთ-ერთი სამიზნე. ბოროტების სახელმწიფო აგებს პასუხს თითოეულ მათგანზე. მოვა დღე და გავათავისუფლებთ მარიუპოლს. მთელ ჩვენს სამხრეთს. მთელ ჩვენს აღმოსავლეთს. ისევე როგორც გავათავისუფლეთ ჩვენი სხვა ქალაქები. მოვა დღე და შეიქმნება ტრიბუნალი, რომელიც ჩვენს ხალხს სამართლიანობას დაუბრუნებს. ტრიბუნალი, რომელიც დასჯის ამ აგრესორს ისევე, როგორც დაისაჯნენ აგრესორები წარსულში. დადგება დღე, როდესაც უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის ყველა დამნაშავე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დარბაზებსა და ეროვნულ სასამართლოებში. ჩვენ ყოველდღიურად ვაახლოებთ უკრაინის სამართლიანობის დაბრუნებას. რაშიზმი ვერ დარჩება დაუსჯელ ბოროტებად. თუ რომელიმე ტერორისტს იმედი აქვს სადმე მიმალვას... ყველა, ვინც დაბომბა უკრაინა, ვინც დაწვა ჩვენი სოფლები, ვინც დაარტყა უკრაინის ქალაქებს... მიკოლაევს, ხერსონს, ნიკოპოლს და მარგანეცს, ზაპოროჟიეს, დონბასს, ხარკივის... ყველას, ვინც ომი მიიტანა დონეცკსა და ლუჰანსკში. ყველა, ვინც ყირიმის დამონებას ცდილობდა. ყველა რაშისტი იქნება პასუხისგებაში მიცემული. ისინი პასუხს აგებენ თითოეული უკრაინელის სიცოცხლის წართმევისთვის

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა