logo
ENG


პოდოლიაკი ორდერზე: ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის
  • 414ნახვები

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის, რომ ომის წინა ვითარება აღარ დაბრუნდება. პუტინი აღარ არის ხელშეუხებელი, აღარ არსებობს შიში პუტინის მიმართ და შესაბამისად, ეს მხოლოდ დასაწყისია. მიღებული იქნება უფრო მეტი სამართლებრივი აქტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის მხრიდან იმის თქმა, რომ ქვეყანა არ არის რომის სტატუტის მონაწილე, აშკარად პანიკური რეაქციაა. რაც შეეხება მარია ბელოვას, დეპორტაციის ეს უკანონო პროცედურა მან შეიმუშავა. გამოძიება გრძელდება და მის ბედს სხვებიც გაიზიარებენ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის,  მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა