ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად და პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია და მათ შორისაა, ექიმების ჩამოყვანა. არათუ პოლონეთიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს.
რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ - ამის თაობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი, კლინიკა, მთავრობა, პოლიტიკური წარმომადგენლები, ეს არყევს იმ პოზიციას, იმ სტრატეგიას, რომელიც ხაბეიშვილებს გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი - ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც იგი, მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა.
ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას. დღეს, 19 მარტს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, სააკაშვილთან პოლონელი ექიმები შეუშვან.