logo
ENG


მანჯგალაძე ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე: გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს სამართალთან
  • 644ნახვები

გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. ეს არის წლების წინ ყურით მოთრეული საქმე იმისთვის, რომ კრიტიკულად განწყობილი მედიაზე მოახდინონ გავლენა. ფორმულა ერთ-ერთია იმ მედიებს შორის, რომლებიც ძალიან კარგად ამხელს ქართულ ოცნებას, ამიტომ ქართულ ოცნებას უნდა დაადუმოს მედია, ჩააბნელოს სიტყვის თავისუფლების ყველა გამავრცელებელი და შემდეგ ადგილას გაგვისწორდეს ჯერ ჩვენ, შემდეგ საქართველოს. ეს არის ამ ყველაფრის მიზანი.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე. ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა



ასევე ნახეთ
close დახურვა